„კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ არის კონკურენციის სფეროში არსებული ტერმინების პირველი ციფრული ვერსია საქართველოში. ლექსიკონი აერთიანებს, როგორც სამართლის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ჭრილში დამკვიდრებულ ტერმინთა განმარტებებს და ეყრდნობა, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების გამოცდილებებს.