21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან (18–29 წელი).
ღონისძიებამ სტარტი დაუდო შეხვედრების ციკლს საქართველოს მუნიციპალიტეტებში, რომელიც ხორციელდება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
შეხვედრას წარუძღვა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
საპრეზენტაციო თემები:
კონკურენცია და ბაზარი: ჯანსაღი კონკურენციის სარგებელი (ხელმისაწვდომი ფასი, მაღალი ხარისხი), ბრძოლა მონოპოლიებთან, კარტელურ გარიგებებთან და ყალბ ფასდაკლებებთან;
მომხმარებელთა უფლებები: ონლაინ ვაჭრობისას ნივთის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი და 2-წლიანი კანონისმიერი გარანტიის პირობები;
საგანმანათლებლო რესურსები: სააგენტოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და კონკურენციის ონლაინ ლექსიკონი.