ნაშრომი ეხება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ფორმის - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ და არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) სამართლებრივი რეგულირებისა და მათი გამოვლენის და აღკვეთის პრაქტიკულ ასპექტებს. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ სად, რა შემთხვევებში და როგორ შეიძლება წარმოიშვას არასამართლიანად მაღალი ფასები. განხილულია, სამართლიანობის ორმაგი წესის პრინციპი, თუ რამდენად და როგორ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკური აგენტისა და მომხმარებლის ქცევაზე. შესაბამისად, კეთდება დასკვნა, რომ დინამიურ ეკონომიკასა და ინდუსტრიებში ინვესტიციები და ინოვაციები თამაშობენ სასიცოცხლო/განსაკუთრებულ როლს.