რესურსები

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა ინკლუზიური განვითარებისთვის ციფრულ ეპოქაში

გლობალური ეკონომიკა მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესშია. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, თავის მხრივ, ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბება განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ონლაინპლატფორმები მომხმარებლებსა და ბიზნესს მრავალმხრივ სარგებელს სთავაზობს, მათ ხელში არსებული განსაკუთრებული საბაზრო ძალაუფლება და მისი ბოროტად გამოყენების რისკები სერიოზულ გამოწვევებს უქმნის როგორც თავისუფალ კონკურენციას, ისე მომხმარებელთა უფლებებს. სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, ამ პლატფორმების ექსპონენციალური ზრდა ბაზრების მონოპოლიზაციის რეალურ საფრთხეს წარმოშობს. მომხმარებლებისთვის კი უმთავრეს გამოწვევად მათი პერსონალური მონაცემების მასშტაბური შეგროვება, დამუშავება და არამართლზომიერი გამოყენება რჩება. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აგრეთვე კონკურენტული, ღია და ხელმისაწვდომი ციფრული ბაზრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სახელმწიფოებმა შეიმუშაონ ეფექტური რეგულირების მექანიზმები. აღნიშნულმა მიდგომამ უნდა შეინარჩუნოს ციფრული ეკოსისტემების მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური სარგებელი და, ამავდროულად, აღმოფხვრას ბაზრის ჭარბი კონცენტრაციის ნეგატიური შედეგები.




წყაროს ნახვა