რესურსები

„Crown Jewel“-ის ვალდებულება და მისი დაცვა კონკურენტული წონასწორობის შენარჩუნებაზე

აშრომი ეხება მიმდინარე შერწყმა-შესყიდვების დროს „Crown Jewel“ („გვირგვინის ძვირფასი ქვის“) ვალდებულებებისა და დაცვის პრაქტიკულ ასპექტებს, წონასწორობისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შენარჩუნების, მომხმარებლების დაცვისა და მონოპოლისტური პრაქტიკის ან სხვა სახის ანტიკონკურენტული ქცევის თავიდან აცილების მიზნით. განმარტებულია, რომ „გვირგვინის ძვირფასი ქვა“ მოიცავს ეკონომიკური ერთეულის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ღირებულ აქტივებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბაზარზე პოზიციონირების ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ახდენენ გავლენას მოქმედი ფირმის ბიზნესის მომგებიანობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ევროკომისიისა და აშშ-ის შერწყმა-შესყიდვების რეგულაციებს და „გვირგვინის ძვირფასი ქვის“ ვალდებულების როლს ამ ტრანზაქციებში, აღწერილია სამიზნე კომპანიების პრაქტიკული ნაბიჯები მტრული შესყიდვის შეზღუდვისა და თავიდან აცილების მიზნით. სტატიაში მოცემულია ევროკომისიის გადაწყვეტილებები და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები მსხვილი კორპორატიული შერწყმების შესახებ, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ეხება „გვირგვინის ძვირფასი ქვის“ ვალდებულებებს და მტრული შესყიდვის სასამართლო დავებს.


სლავა ფეტელავა, დავით ბასიაშვილი



წყაროს ნახვა