დამოუკიდებელი უფროსი თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება მოსმენების ორგანიზება და მათი სათანადოდ წარმართვის უზრუნველყოფა. მოსმენის ოფიცერი ამგვარად წვლილს შეიტანს თავად მოსმენის ობიექტურობაში, სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვაში, მხარეთა დაცვის უფლებების პატივისცემასა და შემდგომში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ობიექტურობაში. მოსმენის ოფიცრის ამოცანები ასევე მოიცავს კომისიის სამსახურებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებული იმ დავების გადაწყვეტას, რომლებიც ეხება დოკუმენტების კონფიდენციალურობასა და საქმის მასალებზე წვდომას, რასაც ერთი ან რამდენიმე მხარე ითხოვს საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. მოსმენის ოფიცერი ანგარიშვალდებულია კონკურენციის სფეროზე სპეციალურად პასუხისმგებელი კომისრის წინაშე, ხოლო მისი საბოლოო ანგარიში კონკურენციის საქმეზე თან ერთვის გადაწყვეტილებას და ქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. მოსმენის ოფიცრის უფლებამოსილების ფარგლები დადგენილია კომისიის გადაწყვეტილებით.
იხილეთ: კომისიის 2001 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება გარკვეულ კონკურენციის სამართალწარმოებაში მოსმენის ოფიცრების უფლებამოსილების შესახებ (OJ L 162, 19.6.2001, გვ. 21). ფუნდამენტური უფლებების, განსაკუთრებით კი მოსმენის უფლებისა და საქმის მასალებზე წვდომის უფლების პატივისცემასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ კონკურენციის საკითხებში განხორციელებული აღსრულების კონტექსტში, იხილეთ აგრეთვე ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 41-ე და 48-ე მუხლები (OJ C 80, 10.3.2001, გვ. 1). © ევროკომისია
ევროკავშირის კონკურენციის სამართალწარმოებაში მოსმენის ოფიცერი წარმოადგენს დამოუკიდებელ არბიტრს პროცედურულ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა საგამოძიებო ჯგუფებსა და მხარეებს (სამართალდამრღვევ საწარმოებსა თუ დაინტკონკურენციის სამართლის აღსრულება შეიძლება განხორციელდეს ან სახელმწიფოს სასამართლოების მეშვეობით, სადაც კონკურენციის ეროვნული ორგანო იძიებს საქმეს და შემდეგ ასაჩივრებს მას სასამართლოში, ან ადმინისტრაციული წესით, სადაც კონკურენციის ეროვნული ორგანო თავად არის სამართალწარმოების ინიციატორი და თავადვე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომში ექვემდებარება სასამართლო კონტროლს (გადახედვას), თუ მას დაინტერესებული მხარეები გაასაჩივრებენ.ერესებულ პირებს) შორის ანტიმონოპოლიური ან შერწყმის საქმეების განხილვისას. მოსმენის ოფიცრის ინსტიტუტი ევროკავშირში სწორედ ევროკომისიის ადმინისტრაციული სისტემის კონტექსტში შეიქმნა. მისი მიზანია უზრუნველყოს პროცედურული უფლებების ეფექტიანი განხორციელების დამოუკიდებელი ზედამხედველობა მთელი პროცესის განმავლობაში, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საპროცესო კანონიერების ამაღლების უმნიშვნელოვანეს საშუალებას.
ევროკავშირის მოსმენის ოფიცრის მოდელი დანერგილია რამდენიმე წევრი სახელმწიფოს კონკურენციის ეროვნულ ორგანოში, მაგალითად: საფრანგეთში - Conseiller Auditeur, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში - საპროცესო ოფიცერი. მოსმენის ოფიცრები მოვალეობის შესრულებისას სრული დამოუკიდებლობით სარგებლობენ და, როგორც წესი, ანგარიშვალდებულნი არიან უშუალოდ უწყების პრეზიდენტის ან კომისართა კოლეგიის წინაშე. იურისდიქციის მიხედვით, მათ შესაძლოა გააჩნდეთ გადაწყვეტილების მიღების ავტონომიური უფლებამოსილება (როგორც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში) ან სარეკომენდაციო ფუნქცია (როგორც საფრანგეთში).
ევროკომისიის მოსმენის ოფიცრის როლი და ამოცანები ამჟამად განსაზღვრულია №2011/695 გადაწყვეტილებით, რომელიც მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ყოვლისმომცველად აღწერს. მოსმენის ოფიცრის უმთავრესი ამოცანაა მოსმენის უფლების დაცვის უზრუნველყოფა. იგი ორგანიზებას უწევს ზეპირ მოსმენებს და ახორციელებს ყველა მოსამზადებელ ღონისძიებას, რათა მხარეებს მიეცეთ საკუთარი არგუმენტების სრულყოფილად წარდგენის შესაძლებლობა.
კონკურენციისა და შერწყმის საქმეების მზარდი სირთულისა და ახალი სექტორების (მაგ. ციფრული ბაზრების) სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსმენის ოფიცრის მიერ ზეპირი მოსმენის მომზადება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ გარანტიას წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსმენის ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას საქმეში დაინტერესებული მესამე პირების ჩაბმისა და მათი მოსმენის მიზანშეწონილობის შესახებ.
უფრო ზოგადად, სამართალწარმოებაში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ მოსმენის ოფიცერს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის საიდუმლოებას, საქმის მასალებზე წვდომის უფლებას (მათ შორის, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს) ან ინფორმაციის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადებს. მხარეებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მოსმენის ოფიცრის ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი საპროცესო უფლებების ეფექტიანი განხორციელება ვალდებულებების აღების ან მორიგების პროცედურების კონტექსტში. სიტუაციიდან გამომდინარე, მოსმენის ოფიცერი ან თავად იღებს გადაწყვეტილებას, ან გასცემს რეკომენდაციას კონკურენციის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისრისა თუ კომისართა კოლეგიის წინაშე.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსმენის ოფიცერს ევალება საბოლოო ანგარიშის მომზადება. აღნიშნულ დოკუმენტში მან უნდა დაადასტუროს, რომ გადაწყვეტილების პროექტი ეხება მხოლოდ იმ პრეტენზიებსა თუ სამართალდარღვევეს, რომლებზეც მხარეებს მიეცათ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის სრულყოფილი შესაძლებლობა.
მომავალში მოსმენის ოფიცერი კვლავაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საპროცესო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან კონკურენციისა და შერწყმის საქმეები სულ უფრო კომპლექსური ხდება, ხოლო ჯარიმებისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების მასშტაბები იზრდება, სამართლიანი პროცედურის დაცვა არა მხოლოდ ამცირებს სასამართლო დავების რაოდენობას, არამედ განამტკიცებს მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ევროკავშირის სასამართლოები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პრეცედენტებს ქმნიან. მაგალითად, საქმეებში Intel და Qualcomm სასამართლომ ხაზი გაუსვა ინტერვიუების სათანადოდ ჩაწერის ვალდებულებას, საქმეში UPS - გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონომეტრიკული მოდელების გამჟღავნების აუცილებლობას, ხოლო Unilever-ის საქმეში -წარდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულებას. ეს პრეცედენტები ხაზს უსვამს ადმინისტრაციული წარმოებისას დაცვის უფლებების ჯეროვნად გათვალისწინების მნიშვნელობას.
ამგვარად, მოსმენის ოფიცერი უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, ეფექტიანად დაიცვან საკუთარი ინტერესები, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და ხარისხს ამაღლებს.