სპეციალიზაციის შეთანხმების ფარგლებში მხარეები აწარმოებენ იმ პროდუქციას, რომლის გამოშვებაშიც გააჩნიათ ყველაზე მაღალი კომპეტენცია. ცალმხრივი სპეციალიზაციის შეთანხმება გულისხმობს, რომ ერთი მხარე წყვეტს ან ამცირებს კონკრეტული პროდუქტის წარმოებას, ხოლო მეორე მხარე იღებს ვალდებულებას მის მიწოდებაზე. ორმხრივი (ურთიერთდამოკიდებული) სპეციალიზაციის შეთანხმებისას ორივე მხარე წყვეტს გარკვეული პროდუქციის წარმოებას და შესყიდვის მიზნით ერთმანეთზე ხდება დამოკიდებული. თანამედროვე სამრეწველო პროცესების სირთულის გათვალისწინებით, სპეციალიზაციაზე შეთანხმებები განიხილება, როგორც ჰორიზონტალური წარმოების შეთანხმებების ნაწილი. ეს კატეგორია ასევე მოიცავს ერთობლივ საწარმოებსა და ქვეკონტრაქტორულ შეთანხმებებს. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.
საზომი, თუ რამდენად შეიძლება იქნეს პროდუქტები მიჩნეული ურთიერთჩანაცვლებად წარმოებლების ან მომხმარებლების თვალსაზრისით. კომპანიის საფასო პოლიტიკა კონკრეტულ პროდუქტზე შეზღუდულია, თუ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ სხვა პროდუქტი, რომელსაც ისინი მიიჩნევენ ეკვივალენტურად მისი ბუნების, დანიშნულებისა და/ან ფასის მიხედვით (მოთხოვნის მხრიდან ჩანაცვლებადობა). კომპანიაზე დამატებითი კონკურენტული შეზღუდვა შეიძლება მომდინარეობდეს სხვა პროდუქტების მწარმოებლებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაუყოვნებლივ, უმნიშვნელო დანახარჯებით გადააწყონ თავიანთი წარმოება მოცემულ პროდუქტზე და მზად არიან შევიდნენ კონკურენციაში შესაბამის საბაზრო სეგმენტზე (მიწოდების მხრიდან ჩანაცვლებადობა). პროდუქტის ჩანაცვლებადობა მნიშვნელოვანი ელემენტია შესაბამისი პროდუქტული ბაზრის განსაზღვრისას (შესაბამისი ბაზარი).
კომენტარი - ჩანაწერი არ არის
სპეციალიზაციაზე შეთანხმებები წარმოშობს სამ ძირითად ჰორიზონტალურ კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტს, რადგან მხარეები წყვეტენ კონკურენციას გარკვეული პროდუქციის წარმოებაში. პირველი - ეს შეთანხმებები მხარეებს ართმევს ავტონომიას მიწოდების განსაზღვრაში, განსაკუთრებით ბაზრის მოთხოვნის ცვლილებებთან ადაპტირებისას. მეორე - ისინი იწვევენ დანახარჯების გათანაბრებას მხარეებს შორის, რაც ხელს უწყობს ფარულ შეთანხმებებს საფასო პოლიტიკაზე; ამასთან, ასეთი გარიგების ალბათობა იზრდება საერთო დანახარჯების წილის ზრდასთან ერთად. მესამე -სპეციალიზაციაზე შეთანხმება შესაძლოა გამოყენებულ იქნას წარმოების შეზღუდვის შესახებ აშკარა გარიგებების შესანიღბად, რის შედეგადაც მხარეები ხელოვნურად ამცირებენ საქონლის რაოდენობას საბაზრო ფასების გაზრდის მიზნით.
სპეციალიზაციაზე შეთანხმებებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაზარზე წვდომის შეზღუდვის ეფექტი. თუ სპეციალიზაციის ხელშეკრულება გავლენას ახდენს ერთობლივად წარმოებული პროდუქტის ფასზე და ეს პროდუქტი გადამწყვეტი ნედლეულია ქვედა რგოლის კომპანიებისთვის, ასეთმა შეთანხმებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ კომპანიების ბაზრიდან გაძევება.
როგორც წესი, აღნიშნული კოორდინირებული და ცალმხრივი კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტების მნიშვნელობა იზრდება მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილის, ბაზრის კონცენტრაციის მაღალი კოეფიციენტის, ბაზრის სიმწიფისა და სტატიკური პირობების, ასევე სხვა კონკურენტების შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეების პროპორციულად.
მეორე მხრივ, სპეციალიზაციაზე შეთანხმებებს შეიძლება ჰქონდეს პროკონკურენტული ეფექტიც, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილონ ხარჯების დუბლირება და შეამცირონ დანახარჯები. ეს დაზოგვა შეიძლება განპირობებული იყოს მასშტაბის ეკონომიით, როდესაც წარმოების ზრდასთან ერთად მცირდება ზღვრული დანახარჯები, ან ასორტიმენტის ეკონომიით, თუ შეთანხმება მხარეებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაცია. გარდა ამისა, სპეციალიზაციაზე შეთანხმებებს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს სხვადასხვა ასპექტები: (i) პროდუქტის ხარისხი - პარტნიორ კომპანიებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ხარისხი დამატებითი უნარებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარებით; (ii) პროდუქტის მრავალფეროვნება - შეთანხმებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ასორტიმენტის გაზრდა და (iii) ტექნოლოგიური წინსვლა - თანამშრომლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს წარმოების ტექნოლოგიების განვითარებას ან ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანას. არსებითად, სპეციალიზაციაზე შეთანხმებები ქმნის პოზიტიური შედეგების შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ეფექტიანობასა და ინოვაციას სხვადასხვა განზომილებაში.
აქედან გამომდინარე, „შერმანის აქტის“ პირველი ნაწილის მიხედვით, სპეციალიზაციაზე შეთანხმებები არ წარმოადგენს კონკურენციის „შიშველ“ შეზღუდვას, თუ ისინი არ გამოიყენება ფასების ფიქსირების შესანიღბად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ეს შეთანხმებები წარმოადგენს ნამდვილ დამხმარე შეზღუდვებს, ისინი ექვემდებარება გონივრულობის წესით ანალიზს, რაც მოითხოვს მხარეთა საბაზრო ძალაუფლებისა და შეთანხმების კონკურენტული გავლენის სიღრმისეულ შესწავლას.
კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა კონკურენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ 2000 წლის სახელმძღვანელოში ხაზი გაუსვეს შემთხვევებს, როდესაც სპეციალიზაციაზე შეთანხმებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწილობრივი ან სრული შერწყმის ეფექტი. ასეთ დროს საკითხი უნდა შეფასდეს ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე. ეს სცენარი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც შეთანხმება ხანგრძლივი ვადით იდება, რაც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობაზე ორიენტირებულ ინტეგრაციასა და მხარეებს შორის კონკურენციის შეწყვეტას.
ანალოგიურად, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლის მიხედვით, სპეციალიზაციაზე შეთანხმებები არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მიზნით გამოწვეული შეზღუდვები. შესაბამისად, თუ ისინი არ არის გამიზნული კარტელების შესანიღბად, სპეციალიზაციის შეთანხმებები განიხილება როგორც შედეგობრივი შეზღუდვები. ისინი აიკრძალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიწვევენ მნიშვნელოვან კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტს და ამავდროულად ვერ დააკმაყოფილებენ 101(3) მუხლით დადგენილ ოთხ კუმულაციურ პირობას.
სპეციალიზაციაზე შეთანხმებების თვითშეფასების პროცესის გასამარტივებლად, ევროკომისიამ 2023 წლის 1 ივნისს მიიღო რეგულაცია (EU) 2023/1067. ეს რეგულაცია განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში სპეციალიზაციაზე შეთანხმებები ავტომატურად თავისუფლდება (ჯგუფური გამონაკლისი) 101(1) მუხლით გათვალისწინებული აკრძალვისგან. მაგალითად, ჯგუფური გამონაკლისით სარგებლობისთვის, მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს იმ შესაბამის ბაზარზე, რომელსაც მიეკუთვნება სპეციალიზაციის პროდუქტები. ცხადია, ხელშეკრულება არ უნდა ემსახურებოდეს ფასების ფიქსირებას, კლიენტებისა და ბაზრების განაწილებას ან წარმოების მოცულობის შეზღუდვას.
იმავე დღეს კომისიამ გამოსცა განახლებული თანმხლები სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც განმარტავს ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციების გამოყენების წესებს და ადგენს კრიტერიუმებს იმ სპეციალიზაციაზე შეთანხმებების შესაფასებლად, რომლებზეც ჯგუფური გამონაკლისი არ ვრცელდება.
ჩანაცვლებადობა - SUBSTITUTABILITY
განმარტება - ჩანაწერი არ არის.