დუოპოლია (Duopoly)

ბაზრის სტრუქტურა, სადაც მხოლოდ ორი მიმწოდებელია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ეკონომიკური აგენტი ფასზე ან წარმოების მოცულობაზე შეთანხმდება, დუოპოლიას მონოპოლიის მსგავსი შედეგი ექნება. დუოპოლია ხშირად მიიჩნევა, როგორც ოლიგოპოლიის გამარტივებული ფორმა. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში დუოპოლიურ ბაზრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რათა არ მოხდეს ბაზრის მონაწილეთა ხელში აკუმულირებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.