ზეპირი განხილვა (Oral Hearing)

კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცედურული ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ეძლევათ უფლება, კონკურენციის ორგანოს წარმომადგენლებთან გამოხატონ საკუთარი შეხედულებები აღსრულების პროცესში მოძიებულ მასალებთან, მიღწეულ შუალედურ შედეგებთან, პროცესის პროცედურულ სამართლიანობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკაში, ზეპირი განხილვა („სხდომა") მოკვლევის პროცედურის დასკვნით ეტაპზე იმართება. პროცედურის დაწყებამდე, მხარეებს/დაინტერესებულ პირებს, როგორც წესი, ეგზავნებათ სააგენტოს წერილობითი პოზიცია, იმ გათვლით, რომ ამ უკანასკნელთ ჰქონდეთ მისი გაცნობისა და შენიშვნების მომზადებისთვის საკმარისი დრო.