კონკურენციის გაუწევლობის პირობა (Non-competition Clause)

ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა, რომელიც ხელშეკრულების ერთ ან ყველა მხარეს აკისრებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ვალდებულებას, (დამოუკიდებლად) არ აწარმოოს ან გაყიდოს ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს ან მომსახურებას. ასეთი ვალდებულების დაკისრებით, ხელშეკრულების მხარეს აქვს გარანტია, რომ ხელშეკრულების საგანი სამომავლოდ თავისუფალი იქნება შიდაბრენდული კონკურენციის წნეხისგან. შესაბამისად, კონკურენციის გაუწევლობის პირობა კანონიერი შეთანხმების თანმდევ შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს. ზოგიერთ შემთხვევაში, ხსენებული პირობა შესაძლოა საჭირო იყოს ახალ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად ან სხვა კანონიერი მიზნების შესასრულებლად. ასეთ დროს, კონკურენციის გაუწევლობის პირობა კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებებიდან გამონაკლისად შეიძლება იყოს მიჩნეული. თუმცა, გამონაკლისის დაწესების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული პირობა არ შეიძლება უვადოდ მოქმედებდეს.