ლინდას ინდექსი (Linda index)

ლინდას ინდექსი (Linda index) - საბაზრო კონცენტრაციის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროკომისიის მიერ წარმოებული სტატისტიკური კვლევების დროს. ინდექსის გამოსათვლელად პირველ რიგში განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობა:

$$Q_i=\frac{A_i}{i}/\frac{(A_k-A_i)}{K-i}$$

სადაც:

Ai არის i მოწინავე ეკონომიკური აგენტების მთლიანი საბაზრო წილი K მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის;

Ak არის K ეკონომიკური აგენტების მთლიანი საბაზრო წილი. K შესაძლოა იყოს ეკონომიკური აგენტის ნებისმიერი რიცხვი 2-სა და n-ს შორის;

Qi წარმოადგენს თანაფარდობას i მოწინავე ეკონომიკური აგენტების საშუალო საბაზრო წილსა და K-i ეკონომიკური აგენტების საშუალო საბაზრო წილს შორის.

ლინდას კონცენტრაციის ინდექსი გამოხატულის შემდეგი ფორმულით:

$$L=\frac{1}{k(k-1)}(\sum_{i=1}^{k-1}Q_i)$$

შესაბამისად, ლინდას ინდექსი წარმოადგენს 1/K-ჯერ "Qi-ს " საშუალოს. ლინდას ინდექსის გამოყენება სასარგებლოა იმისათვის, რომ გაივლოს ზღვარი ოლიგოპოლისტ ეკონომიკურ აგენტებსა და ბაზარზე მოქმედ დანარჩენ ეკონომიკურ აგენტებს შორის. ამ შემთხვევაში ინდექსის გამოთვლა ხდება ეკონომიკური აგენტების ისეთი ქვე-სიმრავლისთვის, როდესაც K=2, შემდეგ K=3, K=4 და ასე შემდეგ, ვიდრე ინდექსი არ მიაღწევს მინიმუმ მნიშვნელობას (რაც ნიშნავს იმას რომ K+1 ეკონომიკური აგენტისათვის გამოთვლილი შესაბამისი ინდექსი მეტია K ეკონომიკური აგენტისათვის გამოთვლილ ინდექსზე). სწორედ ეს წერტილი წარმოადგენს ოლოგოპოლიური ბაზრის საზღვარს.