პარალელური ვაჭრობა (Parallel Trade)

საქონლით ვაჭრობა, რომელსაც ადგილი აქვს კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ შექმნილი ოფიციალური სადისტრიბუციო ქსელის გარეთ. პარალელური ვაჭრობის მოტივაცია ჩნდება მაშინ, როდესაც მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყნებისათვის განსხვავებულ ფასებს აწესებენ, ეყრდნობიან რა ეროვნულ განსხვავებას მომხმარებელთა ქცევაში. მსგავსი სიტუაციის საპასუხოდ, პარალელურად მოვაჭრეები ყიდულობენ პროდუქტს იქ, სადაც ის იყიდება უფრო დაბალ ფასად და ყიდიან უფრო მაღალფასიან ბაზრებზე. ამგვარად წარმოქმნილ საქონლის მიმოქცევას პარალელური ვაჭრობა ეწოდება. ევროკავშირში პარალელური ვაჭრობა წახალისებული და დაცულია, რადგან ის ხელს უწყობს ეროვნულ ბაზრებს შორის განსხვავებების აღმოფხვრასა და შიდა ბაზრის ინტეგრაციას. შედეგად, ეკონომიკური აგენტების მიერ პარალელური ვაჭრობისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, როგორც წესი, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ეკონომიკურ თეორიაში ხშირად ამგვარ მოვლენას „არბიტრაჟი" ეწოდება.