პირობითი ვალდებულება (Commitment)

ევროკავშირის კონკურენციის სამართალში „პირობითი ვალდებულება" ეწოდება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა (კარტელების გარდა) და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოებაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების ნებაყოფლობით შეთავაზებას. კერძოდ, სავარაუდო კანონდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს აქვთ შესაძლებლობა, აიღონ პირობითი ვალდებულებები ევროკომისიის მიერ გამოკვეთილი კონკურენტული პრობლემების გადასაწყვეტად. იმ შემთხვევაში, თუ პირობით ვალდებულებებს მისაღებად მიიჩნევს, ევროკომისია დაამტკიცებს მათ, რაც ეკონომიკურ აგენტებს ავალდებულებს, დადგენილ ვადაში შეასრულონ ისინი. ამ პროცედურის ფარგლებში, როგორც წესი, ევროკომისია არ ადგენს კანონდარღვევას და არც სანქციას იყენებს. შესაბამისად, პირობითი ვალდებულებები კონკურენტული პრობლემების გადაჭრის მოქნილ გზას წარმოადგენს.