რეკომენდებული ან შეთავაზებული ფასი (Recommended or Suggested Price)

კომერციული საქმიანობისას შესაძლოა მიმწოდებლებმა დისტრიბუტორებს შესთავაზონ პროდუქტის შემდგომი გაყიდვის ფასი. გარკვეულ შემთხვევებში, მიმწოდებლები ასევე მიუთითებენ მაქსიმალურ გასაყიდ ფასზე, რათა საცალო მოვაჭრეების მიერ საკუთარი მარჟის ზრდის ხარჯზე გაყიდვების საერთო რაოდენობის შემცირება აირიდონ თავიდან. კონკურენციის კანონმდებლობა თავისთავად არ კრძალავს ფასის რეკომენდაციას ან შეთავაზებას. ამავე დროს, არაერთ სახელმწიფოში აკრძალულია მინიმალური გასაყიდი ფასის დაწესება. ამდენად, რეკომენდებული ან შეთავაზებული ფასი შეიძლება ჩაითვალოს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებად იმ შემთხვევაში, თუ ის რეალურად ფასის უკანონო ფიქსირების შეფარულ საშუალებას წარმოადგენს. ევროკავშირში, რეკომენდებული ან შეთავაზებული ფასის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შემცირების ან ფარული გარიგების რისკიც.