ევროკავშირის პრაქტიკაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს კონკურენციაზე ისეთ უმნიშვნელო გავლენას, რომლის საპასუხოდაც კონკურენციის ორგანოების ჩარევა არ მიიჩნევა საჭიროდ. ევროკომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტი უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმებების შესახებ აკონკრეტებს, რომ როდესაც მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი გარკვეულ ზღვრულ მაჩვენებელზე ნაკლებია, ევროკომისია უმნიშვნელოდ ჩათვლის შეთანხმების გავლენას კონკურენციაზე. ასეთ შემთხვევებში, მიიჩნევა, რომ არ არსებობს ასეთ ქმედებაზე ევროკომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკმარისი საფუძველი. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონკურენციის ორგანოებს შეუძლიათ შეისწავლონ ცალკეული შემთხვევები. გარდა ამისა, ევროკავშირში ტერმინი „უმნიშვნელოდ შემზღუდველი" გამოიყენება სახელმწიფო დახმარების სფეროშიც. ზოგადი წესების თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევალებათ, ევროკომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე არ გასცენ სახელმწიფო დახმარება. ხსენებული წესიდან გამონაკლისია უმნიშვნელო ოდენობით სახელმწიფო დახმარების გაცემა, რადგან მიიჩნევა, რომ ეს უკანასკნელი ევროკავშირის შიდა ბაზარზე კონკურენციას ვერ შეზღუდავს.