კომპანიის შიდა პოლიტიკა, რომლის მიზანია მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის პროგრამა ეკონომიკურ აგენტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აიცილონ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისობის პროგრამის ფარგლებში, კომპანია ცდილობს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას კონკურენციის წესებთან დაკავშირებით, მათ შორის, ასწავლის მათ, თუ როგორ უზრუნველყონ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილება. იმ შემთხვევაში, თუ კანონდარღვევა მაინც მოხდა კომპანიის რომელიმე თანამშრომლის მიერ, შესაბამისობის პროგრამა ზრდის მისი აღმოჩენის და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ამდენად, შესაბამისობის პროგრამა კომპანიის რისკების მართვის მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს.