წარუმატებელი ფირმა (Failing Firm)

ეკონომიკური აგენტი, რომლის მოგება მუდმივად უარყოფითია და საბაზრო წილს კარგავს იმ მასშტაბით, რომ მოსალოდნელია მისი ბაზრიდან გასვლა. წარუმატებელი ფირმის კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონცენტრაციის კონტროლის სფეროში. კონკურენციის ორგანოს მიერ გამოკვეთილი კონკურენტული რისკების საპასუხოდ, კონცენტრაციის მხარე შეიძლება ამტკიცებდეს, რომ შესყიდვის ობიექტი წარუმატებელი ფირმაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გავიდოდა ბაზრიდან. შედეგად, მისი შეძენით კონკურენციას ზიანი ვერ მიადგება. აღნიშნული მტკიცება უნდა შეფასდეს შესაბამისი ეკონომიკური ანალიზის გამოყენებით.