მიწოდების ჯაჭვი (Supply Chain)

პირთა, ორგანიზაციათა, ტექნოლოგიის, ინფორმაციის, აქტივობისა და რესურსების მონაწილეობით საქონლის/მომსახურების მწარმოებლიდან მომხმარებლამდე მიტანა. მიწოდების ჯაჭვი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო საშუალებების, ან შემადგენელი ნაწილების გარდაქმნა დასრულებულ პროდუქტად, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია მომხმარებლისთვის. კონკურენციის კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიწოდების ჯაჭვის ორი ან მეტი რგოლის თავმოყრა ხდება ერთი პირის (ვერტიკალური ინტეგრაციის გზით) ან ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტების (ვერტიკალური შეთანხმებების გზით) ხელში. ამ დროს, კონკურენციის ორგანოები ცდილობენ, უზრუნველყონ, რომ მსგავსმა შემთხვევებმა არ გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვის ამა თუ იმ დონ(ეებ)ის შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენციის შეზღუდვა.