რესურსები



შეუტყობინებელი კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები გარიგების ნაადრევი აღსრულების (Gun Jumping) თავიდან ასაცილებლად: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანალიზი

ავტორი: პაატა მეძველია

ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონული ცენტრის ოფიციალურ ჟურნალში (OECD-GVH Regional Centre for Competition, Review No. 24) გამოქვეყნდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკურ მონაცემთა ბაზების მართვის მენეჯერის პაატა მეძველიას სტატია.

შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ტრანზაქციებში „გან-ჯამპინგის“ (წინსწრები რეალიზაცია) ფენომენი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონკურენციას, რაც მოითხოვს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ სამართლებრივი კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ხაზს უსვამს პროაქტიული მონიტორინგისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის აუცილებლობას შეუტყობინებელი გარიგებების პრევენციისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად.
იხილეთ სრულად

უსამართლო სტანდარტული პირობების კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებლის უფლების დაცვის საშუალება და მისი იმპლემენტაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ქართულ სამართალში

ავტორი: 

თამარ ჩანტლაძე

სტატიაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ჟურნალში გამოქვეყნდა, განხილულია სახელშეკრულებო თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების ურთიერთმიმართება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია სამომხმარებლო ხელშეკრულებებზე. ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების კონტროლის მექანიზმები, როგორც მომხმარებელთა ინტერესების ბალანსის დაცვის უმნიშვნელოვანესი საშუალება. ნაშრომში შეფასებულია უსამართლო პირობების გამორიცხვის ქართული მოდელის ეფექტიანობა, მისი თავსებადობა ევროპულ სტანდარტებთან და ის პრაქტიკული გამოწვევები, რომლებიც მარეგულირებელი ნორმების განმარტებისა და აღსრულების პროცესში იჩენს თავს.
იხილეთ სრულად

ჭარბი ფასწარმოქმნა ფარმაცევტულ ბაზარზე: GCCA-ის გამოცდილება

ავტორი: მარიამ ბერულავა

    ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონული ცენტრის ოფიციალურ ჟურნალში (OECD-GVH Regional Centre for Competition, Review No. 28) გამოქვეყნდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ბერულავას სტატია.

    ნაშრომი, სათაურით „ჭარბი ფასწარმოქმნა ფარმაცევტულ ბაზარზე: GCCA-ის გამოცდილება“, შესულია ფარმაცევტული ინდუსტრიის საკითხებზე შექმნილ სპეციალურ გამოშვებაში. სტატია დეტალურად მიმოიხილავს სააგენტოს მიერ ჩატარებულ რეზონანსულ გამოძიებას, რომელიც მედიკამენტებზე 300%-დან 3000%-მდე ფასნამატის გამოყენებას ეხებოდა. მასალაში აღწერილია ბაზრის ანალიზისთვის გამოყენებული ევროპული მეთოდოლოგია (United Brands-ის ტესტი), გამოვლენილი დარღვევები და სააგენტოს მიერ ოთხი დომინანტი ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლები.


იხილეთ სრულად

სტრუქტურული მიმოხილვა: საქართველო

ავტორი: 

ირაკლი ლექვინაძე

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს (GVH) ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონულმა ცენტრმა თავისი პერიოდული საერთაშორისო გამოცემის 24-ე ნომერი (July 2024) გამოსცა, რომლის მთავარი თემაა - „სტრუქტურული მიმოხილვა: საქართველო“ (Inside a Competition Authority: GEORGIA).
გამოცემაში ფართო ადგილი ეთმობა სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს, მის ბიოგრაფიასა და უწყების ყოველმხრივ ანალიტიკურ კითხვარს.
იხილეთ სრულად

„საქართველო აგრძელებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის რეფორმების განხორციელებას ევროპულ ინტეგრაციასთან სრული შესაბამისობით“

ავტორი: 

ირაკლი ლექვინაძე

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს (GVH) ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონულმა ცენტრმა თავისი პერიოდული საერთაშორისო გამოცემის - „Competition Policy in Eastern Europe and Central Asia“ - 23-ე ნომერი გამოსცა. ჟურნალში, რომელიც ძირითადად კონკურენციის ადვოკატირების თემას ეძღვნება, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის საავტორო ნაშრომს. სტატია სათაურით - „საქართველო აგრძელებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის რეფორმების განხორციელებას ევროპულ ინტეგრაციასთან სრული შესაბამისობით“ (Georgia continues to implement competition and consumer policy reforms in full accordance with European integration) - დეტალურად აჯამებს 2014 წლიდან დღემდე განვლილ გზასა და უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას.



იხილეთ სრულად

ეფექტიანი კვლევები კონკურენციის საქმეში, საქართველოში

ავტორი: 

სლავა ფეტელავა, თინათინ ლოლაძე

OECD-GVH-ის 2022 წლის ივლისის თვის ბიულეტენში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლების - ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, სლავა ფეტელავას და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თინათინ ლოლაძის სტატია გამოქვეყნდა. 
იხილეთ სრულად

კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ურთიერთქმედება: არაკეთილსინდისიერი კონკურენციის უახლესი ტენდენციები კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოში

ავტორი: 

სალომე ქავთარაძე, გვანცა ჩადუნელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს (GVH) ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონულმა ცენტრმა თავისი ოფიციალური პერიოდული ჟურნალის - „Competition Policy in Eastern Europe and Central Asia“ -2026 წლის იანვრის ნომერში (Review No. 27) გამოსცა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წამყვანი თანამშრომლების: სალომე ქავთარაძისა და გვანცა ჩადუნელის ერთობლივი სამეცნიერო-ანალიტიკური ნაშრომი.

აღნიშნული გამოცემა ეძღვნება კონკურენციის სამართლის აღსრულებას ტრადიციულ ბაზრებზე. სტატია, „კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ურთიერთქმედება: არაკეთილსინდისიერი კონკურენციის უახლესი ტენდენციები კონკურენციის სააგენტოში“ (Competition and IP Law Convergence: The GCCA’s Recent Unfair Competition Trend) - მიმოიხილავს საქართველოს უნიკალურ ინსტიტუციურ მოდელს.

ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ როგორ აერთიანებს ქართული კანონმდებლობა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსრულებას კონკურენციის საერთო პოლიტიკასთან, რაც მას ევროპული იურისდიქციების უმრავლესობისგან გამოარჩევს. ავტორები აფასებენ სააგენტოს ბოლო დროინდელ პრაქტიკას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და კონკურენციის სამართლის გადაკვეთას, გარე იერსახის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და არაკეთილსინდისიერი რეკლამის ქეისებს, ასევე სააგენტოს მიერ გამოყენებულ სანქციებსა და პრევენციულ მექანიზმებს.

საერთაშორისო პლატფორმაზე ქართველი სპეციალისტების ნაშრომების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აქტიურ ჩართულობას გლობალურ პროფესიულ დიალოგში და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილების მაღალ რეიტინგს რეგიონულ დონეზე.

იხილეთ სრულად

კონცენტრაციის არსი, ფორმები და მათი კონტროლის მექანიზმები

ავტორი: 

დავით ბასიაშვილი, სლავა ფეტელავა

ნაშრომი ეხება საწარმოებს შორის კონცენტრაციების კონტროლის სამართლებრივი რეგულირების ასპექტებს, რომლის ფარგლებში მიმოხილულია - ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა და წარმოჩენილია ამ კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოების როლი და მნიშვნელობა კონკურენციის პრინციპების დაცვის საქმეში, რამეთუ, კონცენტრაციათა კონტროლის მიზანს, შესაბამის ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება, მომხმარებელთა დაცვა და მონოპოლიური ქმედებისა თუ სხვა სახის ანტიკონკურენტული ქცევის პრევენცია წარმოადგენს. 

იხილეთ სრულად

არასამართლიანად მაღალი ფასის გენეზისი

ავტორი: სლავა ფეტელავა, დავით ბასიაშვილი

ნაშრომი ეხება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ფორმის - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ და არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) სამართლებრივი რეგულირებისა და მათი გამოვლენის და აღკვეთის პრაქტიკულ ასპექტებს. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ სად, რა შემთხვევებში და როგორ შეიძლება წარმოიშვას არასამართლიანად მაღალი ფასები. განხილულია, სამართლიანობის ორმაგი წესის პრინციპი, თუ რამდენად და როგორ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკური აგენტისა და მომხმარებლის ქცევაზე. შესაბამისად, კეთდება დასკვნა, რომ დინამიურ ეკონომიკასა და ინდუსტრიებში ინვესტიციები და ინოვაციები თამაშობენ სასიცოცხლო/განსაკუთრებულ როლს. 

იხილეთ სრულად

კოორდინირებული ქმედებების პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვებში

ავტორი: 

სლავა ფეტელავა, აკაკი ცერცვაძე

ნაშრომში განხილულია სახელმწიფო შესყიდვებში კოორდინირებული ქმედების სამართლებრივი რეგულირების ასპექტები. ხაზგასმულია სახელმწიფო შესყიდვების როლსა და ფუნქციაზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმოჩენილია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპები. ნამსჯელია კონკურენციის სამართლის როლსა და მნიშვნელობაზე სახელმწიფო შესყიდვებში ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შეთანხმებული ქმედებებით გამოწვეული მთლიანი ეკონომიკური ზიანის შეფასების პროცესში. მიმოხილულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შეთანხმებულ ქმედებათა გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გაწეული პრაქტიკული საქმიანობის შედეგები. კერძოდ, გაანალიზებულია სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე შეთანხმებული ქმედებების რეგულირების, გამოვლენის და აღკვეთის ის ადგილობრივი პრაქტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი კვებით მომსახურების სფეროში.

იხილეთ სრულად

„Crown Jewel“-ის ვალდებულება და მისი დაცვა კონკურენტული წონასწორობის შენარჩუნებაზე

ავტორი: 

სლავა ფეტელავა, დავით ბასიაშვილი

აშრომი ეხება მიმდინარე შერწყმა-შესყიდვების დროს „Crown Jewel“ („გვირგვინის ძვირფასი ქვის“) ვალდებულებებისა და დაცვის პრაქტიკულ ასპექტებს, წონასწორობისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შენარჩუნების, მომხმარებლების დაცვისა და მონოპოლისტური პრაქტიკის ან სხვა სახის ანტიკონკურენტული ქცევის თავიდან აცილების მიზნით. განმარტებულია, რომ „გვირგვინის ძვირფასი ქვა“ მოიცავს ეკონომიკური ერთეულის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ღირებულ აქტივებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბაზარზე პოზიციონირების ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ახდენენ გავლენას მოქმედი ფირმის ბიზნესის მომგებიანობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ევროკომისიისა და აშშ-ის შერწყმა-შესყიდვების რეგულაციებს და „გვირგვინის ძვირფასი ქვის“ ვალდებულების როლს ამ ტრანზაქციებში, აღწერილია სამიზნე კომპანიების პრაქტიკული ნაბიჯები მტრული შესყიდვის შეზღუდვისა და თავიდან აცილების მიზნით. სტატიაში მოცემულია ევროკომისიის გადაწყვეტილებები და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები მსხვილი კორპორატიული შერწყმების შესახებ, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ეხება „გვირგვინის ძვირფასი ქვის“ ვალდებულებებს და მტრული შესყიდვის სასამართლო დავებს.

იხილეთ სრულად