რესურსები



ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საბჭოს რეკომენდაცია შერწყმის კონტროლის შესახებ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საბჭომ 2005 წლის 23 მარტს, კონკურენციის კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, მიიღო რეკომენდაცია შერწყმის კონტროლის შესახებ (შემდგომში — „რეკომენდაცია“). საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკისა და უახლესი ტენდენციების ასახვის მიზნით, დოკუმენტის რევიზირებული ვერსია OECD-ის საბჭომ მინისტრთა სხდომაზე 2025 წლის 3 ივნისს დაამტკიცა. 

წინამდებარე დოკუმენტი გამოქვეყნებულია OECD-ის გენერალური მდივნის პასუხისმგებლობით. მასში წარმოდგენილია OECD-ის სამართლებრივი ინსტრუმენტი და შესაძლოა შეიცავდეს დამატებით მასალებს. დამატებით მასალებში გამოთქმული მოსაზრებები და არგუმენტები არ ასახავს აუცილებლობით OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პოზიციას

იხილეთ სრულად

ახალი ტენდენციები და გამოწვევები სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოებაში

ანგარიში მომზადდა UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ტერეზა მორეირას ხელმძღვანელობით. ანგარიშის მომზადებასა და წვლილის შეტანას კოორდინაციას არნაუ იზაგერი უწევდა.

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელმა უწყებამ (ცენტრალურმა ორგანომ), UNCTAD-მა ეს პუბლიკაცია მოამზადა გაეროს მოახლოებული მეცხრე კონფერენციისთვის, რომელიც ეძღვნება „შეზღუდული ბიზნესპრაქტიკის კონტროლის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებული სამართლიანი პრინციპებისა და წესების კომპლექსის“ ყველა ასპექტის გადახედვას.

იხილეთ სრულად

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა ინკლუზიური განვითარებისთვის ციფრულ ეპოქაში

გლობალური ეკონომიკა მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესშია. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, თავის მხრივ, ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბება განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ონლაინპლატფორმები მომხმარებლებსა და ბიზნესს მრავალმხრივ სარგებელს სთავაზობს, მათ ხელში არსებული განსაკუთრებული საბაზრო ძალაუფლება და მისი ბოროტად გამოყენების რისკები სერიოზულ გამოწვევებს უქმნის როგორც თავისუფალ კონკურენციას, ისე მომხმარებელთა უფლებებს. სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, ამ პლატფორმების ექსპონენციალური ზრდა ბაზრების მონოპოლიზაციის რეალურ საფრთხეს წარმოშობს. მომხმარებლებისთვის კი უმთავრეს გამოწვევად მათი პერსონალური მონაცემების მასშტაბური შეგროვება, დამუშავება და არამართლზომიერი გამოყენება რჩება. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აგრეთვე კონკურენტული, ღია და ხელმისაწვდომი ციფრული ბაზრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სახელმწიფოებმა შეიმუშაონ ეფექტური რეგულირების მექანიზმები. აღნიშნულმა მიდგომამ უნდა შეინარჩუნოს ციფრული ეკოსისტემების მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური სარგებელი და, ამავდროულად, აღმოფხვრას ბაზრის ჭარბი კონცენტრაციის ნეგატიური შედეგები.

იხილეთ სრულად

ბიზნესის ელექტრონული კომერციის გაყიდვები და ონლაინ პლატფორმების როლი

წინამდებარე ტექნიკური ჩანაწერი  ასახავს უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს ბიზნესსუბიექტების მიერ ელექტრონული კომერციის გზით განხორციელებული გაყიდვების ჯამური ღირებულების შესახებ. დოკუმენტი ეყრდნობა მონაცემთა ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან ზრდას, რაც განპირობებულია ევროსტატის (Eurostat) მიერ ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი ინდიკატორების გამოქვეყნებით. 

2021 წელს 43 განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკაში — რომლებიც გლობალური მშპ-ის დაახლოებით სამ მეოთხედს აგენერირებენ — მოქმედი ბიზნესსუბიექტების მიერ ელექტრონული კომერციის გზით განხორციელებულმა გაყიდვებმა თითქმის 25 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის დონესთან შედარებით 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთანავე, წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს აღნიშნული გაყიდვები კიდევ 10%-ით გაიზარდა და თითქმის 27 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 03/2024

იხილეთ სრულად

კონკურენციასა და დემოკრატიას შორის ურთიერთქმედება. OECD-ის მრგვალი მაგიდა კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე: საქმის მასალები, № 316.

წინამდებარე ნაშრომი იკვლევს კონკურენციასა და დემოკრატიას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის უწყებები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში იშვიათად განიხილავენ დემოკრატიის საკითხებს, ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალ კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებისთვის. პირიქით — სწორედ ეს მოსაზრება წარმოადგენდა გარკვეულ იურისდიქციებში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღების ერთ-ერთ უმთავრეს მოტივაციასა და სამართლებრივ საფუძველს.

იხილეთ სრულად

მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთი კონკურენციის სამართალწარმოებაში. OECD-ის მრგვალი მაგიდა კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე: საქმის მასალები, № 318.

კონკურენციის სამართლის აღსრულების მზარდმა სირთულემ დღის წესრიგში დააყენა მნიშვნელოვანი კითხვები იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც კონკურენციის უწყებები საქმის წარმოებისა და ფაქტების მტკიცების პროცესში დგანან. ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, ხომ არ არის ანტიმონოპოლიური დარღვევების დადასტურებისა თუ შერწყმის პროცესის დაბლოკვისთვის კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების სტანდარტი ზედმეტად მაღალი, რაც პრაქტიკაში მის დაკმაყოფილებას მნიშვნელოვნად ართულებს.

იხილეთ სრულად

სტრუქტურული პრეზუმფციების გამოყენება ანტიმონოპოლიურ სამართალში. OECD-ის მრგვალი მაგიდა კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე: საქმის მასალები, № 317.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და რეგულაციები მიზნად ისახავს ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობასა და ისეთი ბიზნესპრაქტიკის პრევენციას, რომელიც ხელს უშლის ან ზღუდავს კონკურენციას. ანტიმონოპოლიურ სამართალში სტრუქტურული პრეზუმფცია ეყრდნობა ზოგად კონცეფციას, რომ ბაზრის გარკვეული სტრუქტურა — კერძოდ, მაღალი საბაზრო წილები და კონცენტრაციის მაღალი დონე — დიდწილად აზიანებს კონკურენტულ გარემოსა და მომხმარებელთა ინტერესებს (არამართლზომიერების პრეზუმფცია). მას შემდეგ, რაც სტრუქტურული პრეზუმფციით დგინდება ანტიკონკურენციული ეფექტის არსებობა, სამართალწარმოების პროცესი უფრო ავტომატიზებული ხდება, ხოლო მტკიცების ტვირთი ბაზრის მონაწილეებზე გადადის.
იხილეთ სრულად

კონკურენციის პოლიტიკა ციფრულ ბაზრებზე წინასწარი (EX ANTE) და შემდგომი (EX POST) ინსტრუმენტების კომბინირებული ეფექტი G7-ის იურისდიქციებში

ბოლო წლებში რეგულატორები სულ უფრო მეტად შეშფოთდნენ დიდი ციფრული პლატფორმების საბაზრო ძალაუფლებითა და მათი მზარდი გავლენით შესაბამის ბაზრებზე თუ მათ ფარგლებს გარეთ. ექსპერტთა არაერთმა კვლევამ და აღქმამ, რომ კონკურენციის სამართლის აღსრულება არ იყო საკმარისად ეფექტური ციფრული კონკურენციის პრობლემების გადასაჭრელად, ბიძგი მისცა დებატებს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა და, თუ კი, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება. შესაბამისად, ეგზანტე (წინასწარი) რეგულაციებით ჩარევის წინადადებები მნიშვნელოვნად გაიზარდა (იხ. ასევე (OECD, 2021[1])).

ამ კონტექსტში, 2022 წელს, გერმანიის G7-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში, OECD-ის კონკურენციის სამმართველოს დაევალა იმ შემოთავაზებული ან მიღებული საკანონმდებლო რეფორმების ნუსხის (შემდგომშინუსხა“1) შედგენა, რომლებიც შემუშავდა G7-ის იურისდიქციებში ციფრული კონკურენციის საკითხების მოსაგვარებლად. დეტალური ნუსხის მიზანია შერჩეულ იურისდიქციებში ციფრულ ბაზრებზე არსებული ეგზანტე რეგულაციების ობიექტური შედარება მათი სტატუსის, მოცულობის, ინსტიტუციური სტრუქტურისა და შინაარსის მიხედვით. გარდა ამისა, ნუსხის თანხმლებად მომზადდა ანალიტიკური შენიშვნა2, რომელიც მკითხველს ეხმარება შინაარსის გაგებაში და რამდენიმე მაღალი დონის დასკვნას გვთავაზობს. ეს სამუშაო გაგრძელდა 2023 წელსაც იაპონიის თავმჯდომარეობის ქვეშ და გავრცელდა არაწევრ (non-G7) იურისდიქციებზეც.

ნაშრომი გამოქვეყნებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის პასუხისმგებლობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და არგუმენტები აუცილებლად არ ასახავს OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალურ თვალსაზრისს.

იხილეთ სრულად

კონკურენცია სურსათის მიწოდების ჯაჭვში (Competition in the Food Supply Chain) ეხება ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს

წინამდებარე დოკუმენტი მომზადდა პროფესორ შონ ენისის (Sean Ennis) მიერ, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (University of East Anglia) ნორიჯის ბიზნესსკოლასა და კონკურენციის პოლიტიკის ცენტრს და მუშაობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის სამმართველოს კონსულტანტად. ნაშრომის სრულყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა OECD-ის კონკურენციის სამმართველოს წარმომადგენლების — ორი შვარცის, ანტონიო კაპობიანკოსა და კაროლინა აბატეს, ასევე ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის დირექტორატის წარმომადგენლების — ჯულია ნილსონის, კოენ დეკონინკისა და გიომ გრუერის შენიშვნებმა და კომენტარებმა.

აგრო-სასურსათო მიწოდების ჯაჭვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ნოყიერი საკვებით უზრუნველყოფის, მწარმოებელთა საარსებო წყაროს გარანტირებისა და თავად სექტორის მდგრადობის შენარჩუნებისთვის. წინამდებარე დოკუმენტი ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ აისახება კონკურენცია ამ მიწოდების ჯაჭვის კრიტიკულ ეტაპებზე. კერძოდ, მასში იდენტიფიცირებულია ის გზები, რომელთა საშუალებითაც კონკურენციამ შესაძლოა დადებითი შედეგები უზრუნველყოს. გარდა ამისა, ტექსტში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრისა და კონკურენციის მექანიზმების გაუმართაობამ, შეზღუდვამ ან არასაკმარისმა მოქმედებამ ფასების ხელოვნური ცვლილება (ანასახვა) მყიდველებისა თუ მიმწოდებლებისთვის, ისევე როგორც მიწოდების ჯაჭვში პროდუქციის ხარისხისა და საიმედოობის გაუარესება. ამ კონტექსტში, დოკუმენტი განიხილავს იმ ბერკეტებს, რომელთა მეშვეობითაც კონკურენციის ორგანოებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე.

იხილეთ სრულად

მომხმარებელთა დავების გადაწყვეტა მსოფლიოში (Consumer Dispute Resolution in the World)

ანგარიში მომზადდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) საერთაშორისო ვაჭრობისა და სასაქონლო ბაზრების დეპარტამენტის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, ტერეზა მორეირას საერთო ხელმძღვანელობით. მომხმარებელთა დავების გადაწყვეტა მსოფლიოში (Consumer Dispute Resolution in the World) წარმოადგენს სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმების ერთობლიობას, რომელიც იცავს მომხმარებელს მოვაჭრეებთან წარმოქმნილი კონფლიქტების დროს. 19.03.2024

იხილეთ სრულად

სიცხადე ანტიმონოპოლიურ სამართალში: ანალიტიკური ხედვა 2026 წლის კონკურენციის განმსაზღვრელ გამოწვევებზე

2025 წელს გლობალური ანტიმონოპოლიური რეგულირება შევიდა ეპოქაში, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და საკადრო ცვლილებებით მმართველობისა და მარეგულირებელი ორგანოების დონეზე - ეკონომიკური, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ტრანსფორმაციების ფონზე. კონკურენციის სამართალი გარდაიქმნა ინდუსტრიული პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური სტრატეგიის ინსტრუმენტად, სადაც მარეგულირებელმა უწყებებმა მოახდინეს საკუთარი მიდგომების ადაპტაცია/კალიბრაცია ცვალებადი ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად.

იხილეთ სრულად